Belive

სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა დე ლიხტისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია ა-ს პირველი ტურის შეხვედრაში "პარმა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია მატეის დე ლიხტს, რომელმაც მწვრთნელების გადაწყვეტილებით 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მატჩის შემდეგ, მატეის დე ლიხტმა აღნიშნა, რომ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა "ბიანკონერის" ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებისთვის იბრძოლებს. "ვისურვებდი, რომ ძირითად შემადგენლობაში ვყოვილიყავი. ვარჯიშებზე ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, ამიტომ ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სათადარიგოთა სკამზე ყოფნა. მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მოვლენებს სწორი შეფასება უნდა გავუკეთო, იტალიაში ახალი გადმოსული ვარ და ჯერ კიდევ ვიმკვიდრებ თავს." "მცველები, რომლებიც მოედანზე იმყოფებოდნენ (ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი) უკვე დიდი ხანია საუკეთესო წყვილად არიან მიჩნეული. სეზონის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებისთვის ვიბრძოლებ", - აღნიშნა მატეის დე ლიხტმა.

ასევე იხილეთ: პარმა 0:1 იუვენტუსი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები