“სატრანსფერო ფანჯრის დროს სასოწარკვეთილები არიან” – გარი ნევილმა მანჩესტერს შეუტია 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა “წითელი ეშმაკები” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არასწორი საქმიანობის გამო გააკრიტიკა.

ისევე, როგორც ყველა სხვა გუნდს, პანდემიის გამო, იუნაიტედსაც 3 თვე გაუცდა. გასაგებია, რომ ამ დროში გუნდებს რესურსი ამოეწურათ, მაგრამ ეს კონკურენტებისთვის ხელშემშლელი არ აღმოჩნდა. “ჩელსიმ” გააკეთა ის, რაც სურდა, “სიტიმ” 3 თუ 4 ფეხბურთელი დაიმატა. 

არ ვფიქრობ, რომ ეს დროის საკითხია. უბრალოდ, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, როცა “იუნაიტედი” სატრანსფერო პერიოდში სასოწარკვეთილი ჩანდა. 

თითქოს “მანჩესტერი” საკუთარი პრიორიტეტების წარმოჩინებას ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ გუნდი იხდენს იმდენს, რამდეინც მოლაპარაკებაში ჩართულ მეორე მხარეს სურს. არადა, ასეთ სიტუაციებში ყველაფრის კონტროლი შესაძლებელია: განსაზღვრეთ საბოლოო ვადა და თქვით: “ჩვენ უარს ვამბობთ გარიგებაზე“, – თქვა ნევილმა.

2020 წლის ზამთარში, “წითლებმა” ბრუნო ფერნანდეში დაიმატეს, რომელიც წინა სეზონში ოთხეულში გასვლის და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნების ერთ-ერთი შემოქმედი იყო, ხოლო ამ ზაფხულს გუნდმა “აიაქსიდან” 40 მილიონად დონი ვან დე ბეეკი დაიმატა.

(35)

“სატრანსფერო ფანჯრის დროს სასოწარკვეთილები არიან” – გარი ნევილმა მანჩესტერს შეუტია 

სტატიის ავტორი
-