Belive

სატრანსფერო ფასი და სათამაშო ნომერი ცნობილია - ტიაგო ალკანტარა კარიერას ლივერპულში გააგრძელებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. ინფორმაციას ბრიტანული მედია-საშუალებები ავრცელებენ. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა მერსისაიდულ კლუბს 20 მილიონი ევრო დაუჯდება. გარდა ამისა, 29 წლის ესპანელის სანაცვლოდ, ბავარიული გრანდი ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონ ევროს მიიღებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ცნობილია, ისიც, რომ 17 სექტემბრის ბოლომდე, ალკანტარა ინგლისში იქნება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს შეუერთდება. ის 6-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელსაც აქამდე "ზენიტში" გადაბარგებული დეიან ლოვრენი ირგებდა.

სხვა სტატიები