ცნობილი ვარსკვლავების გარდა, "ინტერმა" არაერთი ფეხბურთელი დაიმატა. ვალენტინო ლაცარო, მატეო პოლიტანო, ნიკოლო ბარელა, იონოტ რადუ, ედი სალსედო, გაბრიელ ბრასაო - ანტონიო კონტეს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი ექნება და მოსალოდნელია, რომ "ინტერი" უფრო მაღალი მიზნებისთვის დაიწყებს ბრძოლას.
პარიზულ გრანდს ზაფხულში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი შეუერთდა: კეილორ ნავასი, აბდუ დიალო, იდრისა გუიე, ანდერ ერერა, პაბლო სარაბია და მაურო იკარდი. ერთი შეხედვით, ეს ცუდი შედეგი არ არის.
ამასთან, "პარი სენ-ჟერმენმა" ნეიმარის შენარჩუნება შეძლო. საკითხავია, ეს რამდენად კარგი ამბავია.
იკარდი ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელია, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი სახელი სკანდალებთან ასოცირდება. შედეგად, მას არგენტინის საფეხბურთო ფედერაციასთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს, "ინტერში" კი კაპიტნობა ჰქონდა ჩამორთმეული.
რაც შეეხება ნეიმარს, "პსჟ" ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის შენარჩუნებას უკვე ორი წლის განმავლობაში ცდილობს. შესაბამისად, იკარდის შეძენით, გუნდში მეორე არაპროგნოზირებადი და პრობლემური ფეხბურთელი მოხვდა, რომელიც გუნდს მოედნის ფარგლებს გარეთ არაერთ პრობლემას შეუქმნის.
ასევე აღსანიშნავია, რომ "პსჟ" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა (დიაბი, ნკუნკუ, ნსოკი, ვეა, ზაგრე), რომლებიც წლების განმავლობაში, პარიზული გრანდის აკადემიაში ვარჯიშობდნენ და გუნდის მომავალ ფეხბურთელებად მოიაზრებოდნენ.
ერთი სიტყვით, "პსჟ" კვლავ ცნობილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, მაინც ვერ განიხილება ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ კანდიდატად.
4. პორტო
წლების განმავლობაში, "პორტო" ითვლება გუნდად, რომელიც ამომავალ ვარსკვლავებად აყალიბებს ფეხბურთელებს და შემდეგ მათი გაყიდვით დიდ ფინანსურ სარგებელს ნახულობს. ამის მიუხედავად, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდი წარმატებულად ვერ ჩაითვლება.
"პორტომ" ედელ მილიტაო "მადრიდის რეალში" €50 მილიონად გაყიდა. "პორტოს" პოლიტიკიდან გამომდინარე, თუმცა ეს ერთადერთი წარმატებული ტრანსფერია.
ფელიპემ გუნდი €20 მილიონის სანაცვლოდ დატოვა, ოლივერ ტორესი €12 მილიონად გაიყიდა. ერთი სიტყვით, "პორტო" ჩვეულ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფებოდა.
3. მანჩესტერ იუნაიტედი
მორიგი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, იყო მოლოდინი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა. თუმცა გუნდის მენეჯმენტმა ქომაგებს იმედები ნამდვილად გაუცრუა.
"წითელი ეშმაკების" რიგებს უდავოდ ნიჭიერი ცენტრალური მცველი, ჰარი მაგუაირი (€87 მლნ.) და ახალგაზრდა ტალანტები, აარონ ვან-ბისაკა (€55 მლნ.) და დენიელ ჯეიმსი (€17 მლნ.) შეუერთდნენ. თუმცა პარალელურად, გუნდი დატოვეს რომელუ ლუკაკუმ და ალექსის სანჩესმა, რამაც შემტევითი პოტენციალი ძალიან შეასუსტა. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ბოლო 3 მატჩში, "მანჩესტერს" გამარჯვება არცერთში უზეიმია.
2. ესპანიოლი
"ესპანიოლის" დონის გუნდისთვის, 2019/20 წლების სეზონი საინტერესოდ გამოიყურება - კატალონიელები ევროპა ლიგაზე მოხვდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, ძალები სხვა ასპარეზზეც მოსინჯონ.
ევროპა ლიგაზე ძალიან დიდი კონკურენციაა და ჯგუფური ეტაპის გადალახვის, ასევე პლეი-ოფში წარმატების მისაღწევად, გუნდს განახლება უდავოდ სჭირდებოდა, თუმცა "ესპანიოლის" ქომაგებისთვის სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით წარიმართა.
გუნდი წამყვანმა ფეხბურთელმა და ცენტრალურმა მცველმა, მარიო ერმოსომ დატოვა, რომელმაც კარიერის გაგრძელება გოდინის გარეშე დარჩენილ "ატლეტიკოში" არჩია. ასევე, "ესპანიოლიდან" "ბეტისში" გადავიდა ბორხა იგლესიასი, რომელმაც გასულ წელს ლა ლიგაში 17 გოლი გაიტანა, რაც "ესპანიოლის" მიერ გატანილი გოლების 35%-ს შეადგენდა.
1. ჩელსი
რა თქმა უნდა, ბოლო ადგილზე "ჩელსი" გავიდა - გუნდი, რომელსაც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელის შეძენა აკრძალული ჰქონდა. სწორედ ასეთ პერიოდში, ლონდონური გრანდი გუნდის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ედენ აზარმა დატოვა.
ლონდონური გრანდის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელად ფრენკ ლამპარდი დანიშნა, რომელმაც აქცენტის გადატანა ახალგაზრდა ტალანტებზე გადაწყვიტა.
ამ მოცემულობით, მოსალოდნელია, რომ ლონდონელებს ევროტურნირების საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ.
ასევე იხილეთ: ზაფხულის ტოპ-10 ტრანსფერი