Belive

საუდის არაბეთის დროშის ფერებში - ნიუკასლმა ახალი ფორმა წარადგინა 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბმა "ნიუკასლმა" 2022/23 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმების დიზაინი წარადგინა. გასულ წელს, ისტორიული ინგლისური კლუბი საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა შეიძინეს. გასათვალისწინებელია, რომ ახალი მფლობელების საპატივსაცემოდ, "ნიუკასლის" სათამაშო მაისურების დიზაინი საუდის არაბეთის სახელმწიფო დროშის ფერებს სიმბოლიზირებს. თეთრი მაისურები, რომელიც მწვანე ზოლებითაა გაფორმებული, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მაღალი დონის ტექნოლოგიური მიღწევების მქონე მასალებითაა შექმნილი.
ნიუკასლ იუნაიტედმა” საუდის არაბეთის საინვესტიციო ჯგუფის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი, ედი ჰაუ დანიშნა და როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობა დაიწყო. ინგლისის პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონში "კაჭკაჭებმა" გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს და საბოლოოდ 49 ქულით მე-11 პოზიცია დაიკავეს.  

სხვა სტატიები