Belive

საუკეთესო მესი - ვინ ურტყამს ყველაზე მეტ ჯარიმას? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში, ლიონელ მესიმ "სელტას" ჰეთ-თრიკი შეუსრულა, აქედან 2 გოლი კი საჯარიმო დარტყმის მეშვეობით შეაგდო. არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის ეს კარიერაში გატანილი 52-ე ჯარიმა იყო, რა მაჩვენებლითაც ყველა დროის ათეულს ასრულებს. ბოლო წლებში "ბარსელონას" კაპიტანს ევროპაში ჯარიმების შესრულების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, რაზეც ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა მეტყველებს: 2018 წლის პირველი იანვრიდან, მესის ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში ყველაზე მეტი ჯარიმა აქვს როგორც დარტყმული, ისე გატანილი - 78/16/. რაც შეეხება მის პრინციპულ მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიელმა სტანდარტული სიტუაციიდან გატანა 28-ჯერ სცადა, თუმცა სამიზნეს ვერცერთმა უწია.

საჯარიმო დარტყმების სტატისტიკა

ლიონელ მესი - 78/16 კლემენ გრენიე - 46/2 მემფის დეპაი - 40/3 ალექსანდერ კოლაროვი - 32/4 ფლორენ მოლე - 31/3 ვილან სიპრიენი - 30/2 ნაბილ ფეკირი - 29/3 დანი პარეხო - 28/2 კრიშტიანუ რონალდუ - 28/0

სხვა სტატიები