Belive

საუკეთესო მოთამაშეები წლევანდელ მუნდიალზე | რონალდუ სიის მიღმა დარჩა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ whoscored-მა კატარის მუნდიალზე, სტატისტიკაზე დაყრდნობით, საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. საინტერესოა, რომ ამ სიაში ვერ მოხვდა პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა სიას, რონალდუს თანაგუნდელი, ბრუნო ფერნანდეში ლიდერობს. 28 წლის ნახევარმცველს კილიან მბაპეზე და ლიონელ მესიზე უკეთესი შედეგი აქვს.

ასე გამოიყურება კატარის მუნდიალზე მოაპარეზე საუკეთესო ფეხბურთელების ჩამონათვალი:

მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (7.88)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (7.47), ჰარი მაგუაიერი (7.46), ჟან-შარლზ კასტელეტო (7.71), ალექს სანდრო (7.70)

ნახევარმცველები: ბუკაიო საკა (7.82), ბრუნო ფერნანდეში (8.34), ჯუდ ბელინგემი (7.72), კილიან მბაპე (8.33)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (7.94), კოდი გაკპო (7.8)

მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშები 9 დეკემბერს განახლდება. პირველ 1/4-ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხორვატია და ბრაზილია დაუპირისპირდებიან. 23:00 საათზე კი, ნიდერლანდებისა და არგენტინის დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები