Belive

საუკეთესო შეფასება გუნდში - Whoscored-მა კვარაცხელია გამოარჩია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,კრემონეზეს'' სტუმრად 4:1 მოუგო.

მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, პენალტი მოიპოვა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

21 წლის ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და Whoscored-ისგან 7.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

ხვიჩამ ,,კრემონეზეს” წინააღმდეგ კარისკენ სამჯერ დაარტყა და 13-დან 12 სწორი გადაცემა გააკეთა (92%).

ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.6 ქულით შეაფასა, რაც ასევე უმაღლესი შეფასებაა. ამდენივე ქულა დაიმსახურეს მატეო პოლიტანომ და ჯოვანი დი ლორენცომაც.


9 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 23 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,აიაქსთან” სახლში გამართავს.


სხვა სტატიები