Belive

საუკეთესო შეფასება - მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ გუნდშია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ "სერენში" დაბრუნების შემდეგ მეორე ჰეთ-თრიქი შეასრულა. გიორგიმ "ვარეგემის" კარში გოლები მე-8, 71-ე და 81-ე წუთებზე გაიტანა. 20 წლის ფორვარდი Sofascore-მ 9.2 ქულით შეაფასა, რაც თანაგუნდელ ბერნიესთან ერთად ტურში ყველაზე მაღალია.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ ბელგიის იუპერლიგის 4 თამაშში თავი უკვე 4-ჯერ გამოიჩინა.  

სხვა სტატიები