Belive

საუკეთესო უცხოელი ბომბარდირები ტოპ ხუთ ჩემპიონატში

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
სერხიო აგუერო შესანიშნავ ფორმაშია. ტრავმის მოშუშებისა და მოედანზე დაბრუნების შემდეგ, არგენტინელმა თავდამსხმელმა პრემიერლიგის ორ მატჩში 5 გოლი გაიტანა და საერთო ჯამში ამ ტურნირზე შეგდებული 179 ბურთი მოუგროვდა. "ქალაქელების" მეათე ნომერი ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში 179 გოლით საუკეთესო უცხოელი ბომბარდირია, საინტერესოა ტოპ ხუთ ჩემპიონატში მისი კოლეგების ვინაობა. პრემიერლიგა - სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი") 179 გოლი  ინგლისურ ელიტაში 2011 წელს გადაბარგებული ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა, კარიერის ბოლოს კი შესაძლოა ალან შირერის რეკორდიც მოხსნას.
sergio aguero-ის სურათის შედეგი
ლიგა 1 - დელიო ონისი ("რეიმსი", "მონაკო", "ტური", "ტულონი") 299 გოლი სახელი ბევრი არაფრის მთქმელია, თუმცა ის საფრანგეთის ჩემპიონატში გამოცხადებას ჰგავდა. იტალიაში დაბადებული არგენტინელი საფრანგეთში 1971 წელს გადავიდა და 15-წლიანი დომინაცია მოახდინა. 1973 წელს ონისი "მონაკოში" მოხვდა, სამი სეზონის შემდეგ, გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითდა, თუმცა ლიდერის შენარჩუნებით ელიტას მალე დაუბრუნდა, ქვედა დივიზიონში ონისი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შემდეგ სეზონში, მონაკომ საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, დელიო ონისი კი ლიგა 1-ის ისტორიაში როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლის გამტანი ადამიანი შეიქნა.
delio onis-ის სურათის შედეგი
ბუნდესლიგა - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდის "ბორუსია", მიუნხენის "ბაიერნი") - 221 გოლი  ფეხბურთის პოლონელი ქომაგების ხატად ქცეული თავდამსხმელი 2010 წელს 4.5 ევროდ დორტმუნდულმა კლუბმა შეიძინა, სადებიუტო სეზონში მან 10 გოლის გატანა მოახერხა. 10 სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა ლევანდოვსკიმ 20-ზე ნაკლები გოლი შეაგდო. ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ სეზონის საუკეთესო დასაწყისი თანამედროვეობის უდიდეს 9 ნომერს ახლა, 31 წლის ასაკში აქვს.
robert lewandowski-ის სურათის შედეგი
სერია A - გუნარ ნორდალი ("მილანი", "რომა") - 225 გოლი  იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში არაერთ ლეგენდარულ უცხოელს უთამაშია, მაგრამ სიის სათავეში ეს შვედი დგას. იგი "მილანმა" 1949 წელს, მას შემდეგ შეიძინა, რაც მშობლიური "ნორჩოპინგისთვის" 95 მატჩში 93-ჯერ შეაგდო, ეროვნული გუნდის მაისურით კი სარეკორდო - 43, 33 მატჩში. ნორდალმა საუკეთესო მეგოლის წოდება 5-ჯერ მოიგო, ყველა დროის ბომბარდირებს შორის კი მესამე ადგილს იკავებს - ეს ყველაფერი 10 წლის განმავლობაში. მასზე წინ მყოფმა ორივე ფეხბურთელმა სილვიო პიოლამ და ფრანჩესკო ტოტიმ 25 წელიწადი ითამაშა.
Gunnar Nordahl-ის სურათის შედეგი
ლა ლიგა - ლიონელ მესი ("ბარსელონა") 432 გოლი აქ მგონი კითხვაც არაა საჭირო. განურჩევლად ეროვნებისა, მათ შორის, ვისაც ლა ლიგაში ბურთი გაუგორებია, ყველაზე მეტჯერ მეტოქე ამ ადამიანს დაუმწუხრებია, მესის 432 გოლის გასატანად 466 შეხვედრა დასჭირდა. ევროპის ოქროს ბუცის რეკორდსმენი ფეხბურთელი ისტორიის წერას აგრძელებს.
lionel messi-ის სურათის შედეგი

სხვა სტატიები