Belive

საუკეთესოები მოედანზე - რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა ბაზელთან მოგებულ მატჩში? 

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელის და ყოფილი მთავარი მწვრთნელის გუნდმა, ბრატისლავის "სლოვანმა" შვეიცარიული "ბაზელი" სტუმრად - 2:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა ფეხბურთელებმა შეიტანეს. ეროვნული გუნდის ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად ჯაბა კანკავა და გურამ კაშია და ასევე გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა და ნახევარმცველმა სრულად ითამაშეს, ხოლო 23 წლის ტალანტი ვლადიმირ ვაისმა 59-ე წუთზე შეცვალა.

საინტერესოა, რომ ამ მატჩში საუკეთესო შეფასება სწორედ ქართველმა ფეხბურთელებმა დაიმსახურეს. მთლიანად შეხვედრაში საუკეთესო გურამ კაშია იყო, რომელმაც მოედანზე მყოფ 32 ფეხბურთელს შორის ყველაზე მაღალი - 8.1 შეფასება დაიმსახურა, მის შემდეგ კი 7.9 ქულით მეორე გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც შეეხება ჯაბა კანკავას მან 7.3 კოეფიციენტი მიიღო.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სტატისტიკას იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

გურამ კაშია

კოეფიციენტი: 8.1

ნათამაშები წუთი: 90

მომენტის განმუხტვა: 5

დაბლოკილი დარტყმა: 2

ჩაჭრა: 5

ვარდნა: 5

ბურთთან შეხება: 48

პასის სიზუსტე: 17/25 (68%)

გრძელი პასი: 4/10

კარისკენ დარტყმა: 1

მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 5/5

მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში: 1/2

ბურთის დაკარგვა: 10

ჯარიმა: 0

მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 0

გურამ კაშიას გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება

გიორგი ჩაკვეტაძე

კოეფიციენტი: 7.9 

ნათამაშები წუთი: 90

ბურთთან შეხება: 39

საგოლე პასი: 2

პასის სიზუსტე: 22/27 (81%)

საკვანძო პასი: 4

დიაგონალური პასი: 1

გრძელი პასი: 3/4

შექმნილი სახიფათო მომენტები: 2

წარმატებული დრიბლინგი: 1/2

მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 4/10

ბურთის დაკარგვა: 12

ჯარიმა: 2

მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 2

ჩაჭრა:1

ვარდნა: 1

გიორგი ჩაკვეტაძის გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება

ჯაბა კანკავა

კოეფიციენტი: 7.3

ნათამაშები წუთი: 90

ბურთთან შეხება: 45

პასის სიზუსტე: 23/29 (79%)

დიაგონალური პასი: 1

გრძელი პასი: 3/4

კარისკენ დარტყმა: 1

წარმატებული დრიბლინგი:

მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 6/9

მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში: 1/1

ბურთის დაკარგვა: 9

ჯარიმა: 1

მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 2

მომენტის განმუხტვა: 1

დაბლოკილი დარტყმები: 2

ჩაჭრა: 4

ვარდნა: 3

ჯაბა კანკავას გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება

სხვა სტატიები