Belive

საუკეთესოთა შორის მესის ადგილი არ მოიძებნა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

FIFA-ს ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად, ლეო მესი ვერ იბრძოლებს. "ბლაუგრანას" არგენტინელი სუპერვარსკვლავის, გასული სეზონის სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ - გავრცელებული ინფორმაცია, საფეხბურთო მიმომხილველებისათვის სენსაციას არ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როდესაც ლეო მესი აღნიშნულ ჯილდოზე არ არის წარდგენილი. FIFA-ს ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად - ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანო რონალდუ და მოჰამედ სალაჰი იბრძოლებენ. FIFA-ს ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიალი, 24 სექტემბერს, ლონდონში გაიმართება. გამარჯვებულის გამოსავლენად, FIFA-ს წევრი ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებს, ჟურნალისტებსა და საზოგადოებისათვის ცნობილ პირებს შეეძლებათ ხმის მიცემა.

სხვა სტატიები