Belive

საული ინგლისში - ჩელსის მორიგი ტრანსფერი ზაფხულში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე "ჩელსიმ" კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. საულ ნიგესი კარიერას ლონდონურ კლუბში გააგრძელებს. 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი "ჩელსიმ" იჯარით დაიმატა. როგორც ცნობილია, საული "ჩელსიში" 1 სეზონს გაატარებს, შემდეგ კი გუნდს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. შეგახსენებთ, რომ საულით დაინტერესებული იყო კიდევ ერთი ინგლისური გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი", თუმცა "ატლეტიკომ" შეთანხმება "ჩელსისთან" მოახერხა. საულს "ატლეტიკოს" მაისურით 340 მატჩი აქვს ჩატარებული. ესპანელის ანგარიშზე 43 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა. აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელმა მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატის, ესპანეთის სუპერ თასის, ევროპა ლიგისა (2-ჯერ) და უეფას სუპერ თასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები