Belive

საულმა ახალი გუნდი დაასახელა - არც ისე სასიამოვნო ინფორმაცია მანჩესტერის ფანებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საულ ნიგესმა ოფიციალურ Twitter-ზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ ის 3 დღეში ახალ გუნდს დაასახელებდა. აღნიშნულმა სიახლემ, როგორც ატლეტიკოს, ასევე სხვა გუნდების გულშემატკივრებში დიდი ინტრიგა გააჩინა, თუ სად გააგრძელებდა კარიერას სიმეონეს გუნდის შეუცვლელი წევრი მომდევნო სეზონიდან. როგორც აღმოჩნდა, საულმა გულშემატკივრებში მხოლოდ ინტრიგა გამოიწვია და მას სულ სხვა მიზნები ამოძრავებდა. ადვილი შესამჩნევია, რომ საულს Instagram-ზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ბევრი ფეხბურთელი ჰყავს გამოწერილი. ამან გააჩინა ეჭვი, რომ ესპანელი კარიერას "ნისლიან ალბიონზე" გააგრძელებდა, რადგანსხვა რაიმე ნიშანი, მის სამომავლო გუნდთან დაკავშირებით არ არსებობდა. მეტიც, საულის მიერ გამოქვეყნებული პოსტი საკუთარ გვერდზე "წითელი ეშმაკების" ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა გააზიარა. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, საულმა და მისმა ძმამ, მშობლიურ ქალაქ ელჩეში, საკუთარი გუნდი დააარსეს: "ქლაბ კოსტა სითი" (Club Costa City). მათ მიზანია, ჩამოყალიბდეს აკადემია, სადაც 4-18 წლის ფეხბურთელები ივარჯიშებენ. საული ატლეტიკოს აღზრდილია და კარიერის განმავლობაში, მხოლოდ "რაიო ვალეკანოში" იყო 1 წლის განმავლობაში განათხოვრებული. მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს და როგორც აღვნიშნეთ, იგი სიმეონეს გუნდის შეუცვლელ წევრად ითვლება.    

სხვა სტატიები