Belive

საულს ატლეტიკოდან წასვლა სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" 26 წლის ნახევარმცველს საულ ნიგესს გუნდის დატოვება სურს.  AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საულმა შესაძლოა "ატლეტიკო" დატოვოს და მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდეს. ესპანელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში სიმეონეს გუნდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. თავის მხრივ, საულით "რეკორდმაისტერიცაა" დაინტერესებული. მიუნხენური გრანდი "ატლეტიკოს" 26 წლის ნახევარმცველს ტიაგო ალკანტარას შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც "ბაიერნთან" ერთად მოგებული ტრებლის შემდეგ "ლივერპულში" გადაბარგდა. იმ შემთხვევაში, თუ საულ ნიგესი "ატლეტიკოს" დატოვებს და "ბაიერნს" შეუერთდება, ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რომ მას ფლიკის გუნდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება, რადგან "ბაიერნის" ნახევარდაცვის ხაზში სერიოზული კონკურენციაა. 2017 წელს საულმა "ატლეტიკოსთან" 9-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, გამოდის, რომ მას გუნდთან კიდევ 5 წელი აკავშირებს, თუმცა კონტრაქტში გათვალისწინებულია მისი გამოსასყიდი თანხა, რომელიც 150 მილიონ ევროს შეადგენს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბაიერნმა" ამხელა თანხა გაიღოს ესპანელი ნახევარმცველის შესაძენად, თუმცა AS-ის მტკიცებით "როხიბლანკო" მზადაა, რომ საულს 35-დან 50-მდე მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. ცნობისათვის, საული "ატლეტიკოს" სკოლის აღზრდილია. სიმეონესთან ერთად ესპანელმა ნახევარმცველმა ორჯერ ევროპა ლიგის მოგება შეძლო, ერთხელ კოპა დელ რეის, 2015-16 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ადგილი დაიკავა, ფინალი "ატლეტიკომ" თანაქალაქელ "რეალთან" წააგო. ლალიგის მიმდინარე სეზონში საულმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა შეძლო.    

სხვა სტატიები