Belive

საუთგეიტი: ,,ინგლისი პენალტების სერიისთვის მზადაა, მაგრამ მოგება 90 წუთში გვინდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, სენეგალთან გასამართ მატჩში შესაძლო პენალტების სერიაზე ისაუბრა:

,,ჩვენ მზად ვართ, დიდ ხანს ვემზადებოდით. სამიდან ორი სერია მოვიგეთ და ვფიქრობდით, როგორ გავმხდარიყავით კიდევ უფრო უკეთესები. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ ბევრი ასპექტია, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ.

ჩვენი მიზანი სენეგალთან 90 წუთში გამარჯვებაა, გვინდა, რომ დამატებითი დრო და პენალტები თავიდან ავიცილოთ. მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, მორალურად და ფიზიკურად მზად უნდა ვიყოთ. მიმაჩნია, რომ მზად ვართ,'' - განაცხადა საუთგეიტმა.

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, ინგლისის ნაკრები სენეგალს შეხვდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

ევრო 2020-ის ფინალში საუთგეიტის გუნდი იტალიასთან სწორედ პენალტების სერიაში დამარცხდა.

სხვა სტატიები