Belive

საუთგეიტი: "სტერლინგი ინგლისის ნაკრების კაპიტანი გახდება"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის შეფასებით, რაჰიმ სტერლინგი არის ფეხბურთელი, რომელიც მომავალში ინგლისის ნაკრებში კაპიტნის სამკლავურს მოირგებს. აღნიშნული განცხადება საუთგეიტმა ჩეხეთის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით მოგების შემდეგ (5:0) გააკეთა. საუთგეიტის შეფასებით, სტერლინგი არის ფეხბურთელი, რომელიც მომავალ თაობას მაგალითს აძლევს. ამჟამად ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰარი კეინია. საუთგეიტის თქმით, რაჰიმ სტერლინგი გუნდის ლიდერთა ჯგუფს შეუერთდა, რომელსაც ჰარი კეინი, ჯორდან ჰენდერსონი, ერიკ დაიერი, ფაბიან დელფი და ეშლი იანგი აკომპლექტებენ. "სტერლინგი ის ადამიანია, რომელიც ახალგაზრდებს გუნდთან ადაპტაციაში მაქსიმალურად ეხმარება. მისი თვისება ძალიან დასაფასებელია," აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების ბოლო 3 შეხვედრაში სტერლინგმა 5 გოლი გაიტანა. ამასთან, სტერლინგს "სიტის" შემადგენლობაში 19 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები