Belive

საუთგეიტმა 33 ფეხბურთელი შეარჩია: ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საუთგეიტმა 33 ფეხბურთელი შეარჩია: ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია ევროპის ჩემპიონატის მოახლოების წინ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა. 33 კაცისგან შემდგარი გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც კონტინენტის პირველობისთვის საბოლოო ჯამში 26 ფეხბურთელამდე შემცირდება, ასე გამოიყურება: მეკარეები: დინ ჰენდერსონი, სემ ჯონსტოუნი, ჯორდან პიკფორდი, აარონ რამზდეილი. მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ბენ ჩილუელი, კონორ კოუდი, ბენ გოდფრი, რის ჯეიმსი, ჰარი მაგუაირი, ტაირონ მინგსი, ლუკ შოუ, ჯონ სტოუნსი, კირან ტრიპიე, კაილ უოლკერი, ბენ ვაითი. ნახევარმცველები: ჯუდ ბილინგემი, ჯორდან ჰენდერსონი, ჯესი ლინგარდი, მეისონ მოუნტი, კელვინ ფილიპსი, დეკლან რაისი, ჯეიმს უორდ-პრაუსი. თავდამსხმელები: დომინიკ კალვერტ-ლუინი, ფილ ფოდენი, ჯეკ გრილიში, მეისონ გრინვუდი, ჰარი კეინი, მარკუს რაშფორდი, ბუკაიო საკა, ჯეიდონ სანჩო, რაჰიმ სტერლინგი, ოლი ვოტკინსი.

სხვა სტატიები