Belive

საუთგეიტს პრობლემები აქვს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი იმედგამაცრუებელი შედეგის შემდეგ, ფანები აქტიურად ითხოვენ საუთგეიტის წასვლას.  ერთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, "მოლენიუზე",  ინგლისმა ვერ შეძლო იტალიის დაცვის გარღვევა და მატჩი 0:0 დასრულდა.  საუთგეიტის პრობლემებს ისიც ემატება, რომ ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში, მის გუნდს, გამარჯვება ჯერ კიდევ არ მოუპოვებია. ინგლისს ჯგუფში იტალია, უნგრეთი და გერმანია ჰყავს. "სამი ლომი" ყველას ჩამორჩება და 2 ქულით ბოლო ადგილზეა. ბუნებრივია, რომ ფანები ამ შედეგით არ არიან კმაყოფილნი და Twitter-ზე აქტიურად ითხოვენ საუთგეიტის წასვლას. ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ Sportbible-მ  ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ნათლად ჩანს, რომ გულშემატკივარს გარეთ საუთგეიტის წასვლა სურს.
  როგორც ვხედავთ, ყველაზე მეტი ხმა ინგლისელმა გრემ პოტერმა დაიმსახურა. მან გამოკითხვაში ისეთ მწვრთნელებზე მეტი ხმა აიღო, როგორებიც ჟოზე მოურინიო და მაურისიო პოჩეტინიო არიან.

სხვა სტატიები