Belive

საუთჰემპტონმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა, "საუთჰემპტონმა" მთავარი მწვრთნელი, მარკ ჰიუზი თანამდებობიდან გადააყენა. უელსელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "საუთჰემპტონი" ცუდად გამოიყურებოდა. მიმდინარე სეზონში გუნდი გასავარდნ ზონაშია. მე-18 პოზიციას იკავებს და უკეთ თამაშისა და სიტუაციის გამოსწორების პერსპექტივაც არ ჩანს. გასულ 14 ტურში "საუთჰემპტონმა" მხოლოდ 1 თამაში მოიგო. წააგო 7, ხოლო 6 მატჩი ფრედ ითამაშა. გაიტანა 12 ბურთი და გაუშვა 26. "საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი დროებით კელვინ დევისი იქნება.  

სხვა სტატიები