Belive

"საზიზღარო პირუტყვებო" - Match TV კომენტატორმა პოლონელ ფეხბურთელებს მიმართა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Match TV-ს კომენტატორმა ანტონ ანისიმოვმა პირდაპირ ეთერში რობერტ ლევანდოვსკი და პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. ცნობილი სპორტული სატელევიზიო არხის კომენტატორის უღირსი საქციელის გამო, შესაძლოა სპორტული არხი მძიმე სანქციების წინაშე აღმოჩნდეს. Match TV-ს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების უფლება ეკუთვნის, თუმცა კომენტატორის განცხადების შემდეგ, შესაძლოა სპორტულ არხს ტრანსლირების უფლება ჩამოერთვას. ანისიმოვმა ლევანდოვსკი და პოლონელი ფეხბურთელები "საზიზღარ პირუტყვებად" მოიხსენია. რუსი კომენტატორის გაღიზიანება, პოლონელების მიერ უკრაინის მხარდაჭერამ გამოიწვია.
"მინდა ჩემი პირადი მოსაზრება გაგიზიაროთ. მსოფლიო ჩემპიონატზე პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებს - მათ შორის, ლევანდოვსკის სრულ კრახს ვუსურვებ. საზიზღარო პირუტყვებო ჩავარდნაში წარმატებას გისურვებთ", - განაცხადა ანისიმოვმა. 
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთის ნაკრები პოლონეთს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, დაწესებული სანქციების გამო, რუსეთი მოკვეთეს. დასკვნით ეტაპზე გასულმა პოლონეთმა შვედეთის ბარიერი დაძლია და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სხვა სტატიები