სებალიოსი: არტეტა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდება

ესპანელი ფეხბურთელი “მეთოფეებს” სეზონის დასაწყისში იჯარის წესით შეუერთდა. იმ დროს ლონდონელთა მწვრთნელი უნაი ემერი გახლდათ, რომელიც სებალიოსს დიდად არ ენდობოდა. “არსენალში” რამდენიმე თვის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, და ემერის ადგილი მიკელ არტეტამ დაიკავა.

ესპანელი თავკაცის შესახებ დანი სებალიოსმა მცირე კომენტარი გააკეთა: “არტეტასთან მუშაობით ბედნიერი ვარ. ასისტენტის რანგში, მან პეპ გვარდიოლასგან უამრავი რამ ისწავლა და ახლა სწორედ ამ ფილოსოფიას ნერგავს. გვარდიოლა საუკეთესოა და არტეტამ სწორედ საუკეთესოსგან ისწავლა. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. სულ მალე მიკელი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდება.”

მიმდინარე სეზონში დანი სებალიოსმა “არსენალის” მაისურით 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

(16)

სებალიოსი: არტეტა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდება

სტატიის ავტორი
-