Belive

სებასტიან ალეს სათესლე ჯირკვლის სიმსივნის მოსაშორებლად ოპერაცია ჩაუტარდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დორტმუნდის"თავდამსხმელმა სებასტიან ალემ სათესლე ჯირკვლის სიმსივნეზე წარმატებული ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე რეაბილიტაციას გაივლის. ამის შესახებ, გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა სებასტიან კელმა განაცხადა. კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელი გუნდმა "აიაქსიდან" 31 მილიონ ევროდ შეიძინა. წინასასეზონო შეკრების დაწყებიდან 12 დღეში სებასტიანს სიმსივნე აღმოუჩნდა და ამის გამო ვარჯიშების შეწყვეტა მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჯერ კიდევ არაა ცნობილი თუ მკურნალობის რა ხერხებს მიმართავენ ექიმები რეაბილიტაციის პერიოდში.
”მკურნალობის კურსი განხილვის პროცესშია. ჩვენ სებასტიანი რამდენიმე თვის განმავლობაში დაგვაკლდება და როგორც კი უფრო კონკრეტულად ვიქნებით სიტუაციაში გარკვეულნი, აუცილებლად შეგატყობინებთ" -განაცხადა სებასტიან კელმა.
კითხვაზე, გააკეთებს თუ არა "დორტმუნდი" ახალ ტრანსფერს, გუნდის სპორტულმა დირექტორმა ასეთი პასუხი გასცა: "ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ." ალეს არ ყოფნაში გერმანულ კლუბს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისს შეავსებენ. დონიელ მალენი და 17 წლის იუსუფა მუკოკო მზად არიან კლუბს გამარჯვებებში დაეხმარონ. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სებასტიან ალემ "აიაქსში" 34 გოლი გაიტანა. საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისი გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე. ფეხბურთელმა რვა მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები