Belive

სებასტიან ჰალერის ბრწყინვალე მაჩვენებელი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გარკვეული ნაწილი დასრულებულია, მეორე ნახევარი კი ბოლო თამაშს დღეს, 8 დეკემბერს, გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ C ჯგუფი გუნდების განსაკუთრებული სიძლიერით არ გამოირჩეოდა, აღსანიშნავია, რომ "აიაქსმა" 6-დან 6-ვე თამაშის მოგება შეძლო, რაც ერთმნიშვნელოვნად დასაფასებელი შედეგია. თავის მხრივ ნიდერლანდური კლუბის ასეთ მაჩვენებელში, "ლომის წილი" მიუძღვის გუნდის 27 წლის თავდამსხმელს, სებასტიან ჰალერს.

ჰალერმა ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი - 10 გოლის გატანა შეძლო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. მისი უახლოესი მდევარი, ამ წუთისათვის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკია, რომელსაც 9 ბურთი აქვს გატანილი და წინ მე-6 მატჩი აქვს, რომელსაც "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. სებასტიან ჰალერმა ჯგუფურ ეტაპზე გამართულ 6-შეხვედრაში, 3 გუნდის წინააღმდეგ იასპარეზა, ესენია - "ბეშიქთაში", "დორტმუნდი" და "სპორტინგი". გერმანულ კლუბს ორი თამაშის ჯამში 2 გოლი გაუტანა, "ბეშიქთაშს" -  3, ხოლო "სპორტინგის" კარის დალაშქვრა ჯამში 5-ჯერ შეძლო. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, სებასტიან ჰალერი, კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რიგით მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში გაიტანა. ამ მხრივ, თავისი შანსი აქვს რობერტ ლევანდოვსკისაც, რომელიც თუ "ბარსელონას" წინააღმდეგ გაიტანს, ჰალერისა და რონალდუს მაჩვენებელს გაიმეორებს. რაც შეეხება რონალდუს, რომელიც ამ მხრივ ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი, მას აქვს შანსი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ დააფიქსიროს.

სხვა სტატიები