Belive

სელტიკი ან მანჩესტერ იუნაიტედი | მაკგრეგორს საფეხბურთო კლუბის შეძენა სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UFC-ის ირლანდიელი ლეგენდა - კონორ მაკგრეგორი, საფეხბურთო კლუბის აქციების შეძენითაა დაინტერესებული. სახელოვან მებრძოლს, "სელტიკის" ან "მანჩესტერ იუნაიტედის" წილის შეძენა სურს. გასულ თვეს, ევროპის სუპერ ლიგის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მაკგრეგორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენის სურვილი გამოთქვა. 32-წლის ირლანდიელის განცხადებამ ფანები აღაფრთოვანა, თუმცა მოლაპარაკებები ოფიციალურად არ დაწყებულა.

უკანასკნელი ცნობების თანახმად, მაკგრეგორსა და "სელტიკის" აქციათა საკონტროლო პაკეტის მქონე დერმოტ დესმონდს შორის საუბარი შედგა. მოლაპარაკებების შესახებ, მაკგრეგორმა Twitter-ზე განაცხადა. მაკგრეგორი აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გარკვეული წილის შეძენა კვლავ სურს, თუმცა ამ წუთისათვის მოლაპარაკებებს "სელტიკის" მესვეურებთან მართავს.
"საფეხბურთო კლუბის წილის შეძენით სერიოზულად ვარ დაინტერესებული. სიმართლე გითხრათ, დერმოტ დესმონდს "სელტიკის" წილის გამოსყიდვის თაობაზე უკვე ვესაუბრე. "სელტიკი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან ის კლუბები, რომლებიც ძალიან მომწონს და ვგულშემატკივრობ. ვფიქრობ ამ კლუბებისთვის ბევრი კარგი რამ შემიძლია გავაკეთო", - აღნიშნა კონორ მაკგრეგორმა.

სხვა სტატიები