Belive

სელტიკი და რეინჯერსი ინგლისის პრემიერ ლიგაში?!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი ბრიტანული სპორტული გამოცემა - Sportbible, საინტერესო და თან ძალიან უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ ლიგაში ძირეული ცვლილებები იგეგმება და შესაძლებელია ინგლისის პრემიერ ლიგას "სელტიკი" და "რეინჯერსი" დაემატნონ. მას შემდეგ რაც ევროპის სუპერ ლიგის პროექტი პრაკტიკულად ჩაიშალა და პრემიერ ლიგის დიდმა ექვსეულმა, ევროპის სუპერ ლიგიდან საკუთარი კლუბები გამოიყვანეს და თამაშზე უარი განაცხადეს, პრემიერ ლიგაში ცვლილებები იქნება და ამ ყველაფერზე საუბარი უკვე დაიწყო. ამ ფაქტის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ "სელტიკი" და "რეინჯერსი", შოტლანდიის ჩემპიონატის ყველაზე წარმატებული კლუბები არიან. "სელტიკი" შოტლანდიის ჩემპიონი 51-ჯერ, ხოლო "რეინჯერსი" კი 55-ჯერ გახდა.

სხვა სტატიები