Belive

სელტიკი - რეინჯერსს საჩემპიონო კორიდორს არ მოვუწყობთ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სელტიკის" 9 წლიანი დომინაცია შოტლანდიის ჩემპიონატში ახლახანს დასრულდა. "რეინჯერსმა" მარტის დასაწყისში ტიტული ოფიციალურად გაინაღდა, სტივენ ჯერარდის კლუბმა 10 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა პირველად იზეიმა. შოტლანდიის პრემიერშიპის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში "რეინჯერსი" სწორედ "სელტიკს", 21 მარტს ეწვევა. როგორც ბრენდან როჯერსი ამბობს, "სელტიკი" მეტოქისთვის საჩემპიონო კორიდორის მოწყობას არ აპირებს.
"ეს არის ის, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ. კორიდორის თემა საკმაოდ მწვავედ წამოიჭრა და მე ვნახე არაერთი ადამიანი, რომელიც მასზე აქტიურად ლაპარაკობდა. მსგავსი შემთხვევა იყო 2 წლის წინაც, როდესაც ჩვენ ჩემპიონები გავხდით, მაგრამ, გულწრფელი რომ ვიყო, არ მეგონა თუ ამ თემას ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ამ საკითხს დიდ პრობლემად არ მივიჩნევ. საჩემპიონო კორიდორის მოწყობაზე კოლექტიურად ვისაუბრეთ და ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. ეს არ ნიშნავს კლასის ნაკლებობას, ან რაიმე მსგავსს, "სელტიკი" არის გუნდი, რომელიც ყოველთვის ღირსეულად იქცევა," - თქვა ბრენდან როჯერსმა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 2019 წელს "სელტიკისთვის" საპატიო კორიდორზე უარი "რეინჯერსმაც" თქვა.

სხვა სტატიები