Belive

სელტიკი UEFA-ს სასჯელს ვერ გადაურჩა, რეინჯერსი კი გამოძვრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "ნაპოლის" წინააღმდეგ "რეინჯერსის" გულშემატკივრებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულეს და UEFA-სგან სასჯელს ელოდნენ ,თუმცა გადარჩნენ. რაც შეეხება მეორე შოტლანდიურ კლუბს, "სელტიკი" სამეფო ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი ბანერის გამოფენის გამო დაისჯება.

"სელტიკის" გულშემატკივრებმა "შახტარის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ბანერი გამოფინეს, სადაც სამეფო ოჯახს და გვირგვინს შეურაცხყოფას აყენებენ. ეს ყველაფერი დედოფლის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში მოხდა. UEFA-მ უკვე დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე.

რაც შეეხება "რეინჯერსს", მატჩის დაწყებამდე მათ წუთიერი დუმილით დედოფალს პატივი მიაგეს და ეროვნული ჰიმნიც შეასრულეს. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა საკლუბო ჩემპიონატი და ეროვნული ღირებულებების ყველანაირი გამოხატვა აკრძალულია. თუმცა, UEFA ამ შემთხვევაში ლმობიერი აღმოჩნდა და "რეინჯერსს" არანაირი სანქცია არ დააწესა.

სხვა სტატიები