Belive

სელტიკის კარში გატანილი გამარჯვების გოლის ავტორის ემოციური ისტორია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ, 13 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები შედგა, სადაც შოტლანდიური "სელტიკი" რუმინულ "კლუჟს" დაუპირისპირდა და საოცრად დრამატულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ შოტლანდიური კლუბი ბრძოლას ევროპა ლიგის პლეი ოფში გააგრძელებს. საოცრად დრამატული შეხვედრის ბოლო გოლი მატჩის 97-ე წუთზე გავიდა, რომლის ავტორიც 28 წლის რუმინელი ფეხბურთელი - გეორგე ცუკუდიანი გახლდათ. გეორგე ცუკუდიანი 15 წლის ასაკში სინჯებზე სწორედ გლაზგოს "სელტიკში" დაიწუნეს, ხოლო "სელტიკთან" მატჩამდე რუმინელმა ფეხბურთელმა გუნდელებს განუცხადა, რომ ეს შესაძლოა მისი ბოლო მატჩი ყოფილიყო საფეხბურთო კარიერაში, რადგან მას გულის პრობლემები აქვს.

სხვა სტატიები