Belive

სელტიკს ახალი გამოცდილი მწვრთნელი ჩაიბარებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შოტლანდიის ჩემპიონს, გლაზგოს "სელტიკს" ახალი, საკმაოდ გამოცდილი და სახელოვანი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ხორვატი სპეციალისტი, სლავენ ბილიჩი შოტლანდიის ჩემპიონის თავკაცი სულ მალე გახდება. სლავენ ბილიჩს "სელტიკთან" აქამდე არც ფეხბურთელისა და არც მწვრთნელის რანგში არ უთანამშრომლია. გლაზგოური კლუბი მისი პირველი შოტლანდიური გამოცდილება იქნება. ხორვატი სპეციალისტი ბოლოს საუდის არაბეთში "ალ იტიჰადში" მუშაობდა. მანამდე ის წლების განმავლობაში "ვესტ ჰემს", "ბეშიქთაშს", მოსკოვის "ლოკომოტივს", "ჰაიდუკ სპლიტსა" და ხორვატიის ნაკრებს წვრთნიდა. ფეხბურთელის რანგში ის 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

სხვა სტატიები