Belive

სემ ელერდაისი: "მანჩესტერ იუნაიტედი შესაძლოა პრემიერ ლიგიდან გავარდეს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება. პრემიერ ლიგის 8 ტურის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" 9 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან და მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ გასავარდნ ზონაში მყოფ "ევერტონს". პრემიერ ლიგის მე-9 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუძინებელ მტერს, "ლივერპულს" დაუპირისპირდება და მარცხის შემთხვევაში შესაძლოა გასავარდნ ზონაში აღმოჩნდეს. ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა სემ ელერდაისმა "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ შესაძლოა რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგიდან გავარდეს.

სხვა სტატიები