Belive

სენსაციური დაბრუნება 6 წლის შემდეგ - ბენზემა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, კარიმ ბენზემა საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში ბრუნდება. ფრანგული და ესპანური გამოცემების მტკიცებით, 6-წლიანი სასჯელის შემდეგ, ბენზემას ნაკრებში აბრუნებენ, რის შედეგადაც ფრანგი ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას შეძლებს. 2015 წელს, ბენზემამ საფრანგეთის ნაკრების მაისურით უკანასკნელი მატჩი გამართა - ვალბუენას შანტაჟის გამო აგორებული სკანდალის შედეგად, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვარსკვლავი ნაკრებიდან მოკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის ნაკრებში დაბრუნების თაობაზე, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ მოხსენებას უახლოეს მომავალში გაავრცელებს. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში" (F-ჯგუფი) გერმანიის, პორტუგალიისა და უნგრეთის წინააღმდეგ იასპარეზებს.  

სხვა სტატიები