Belive

სენსაციური დაბრუნება - მესის კვლავ ბარსელონაში თამაში სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"პარი სენ-ჟერმენის" რიგებში გატარებული არც ისე სახარბიელო სეზონის ფონზე, ლეო მესი "ბარსელონაში" სენსაციური დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. ოქროს ბურთის 7-გზის ტრიუმფატორმა "ბლაუგრანაში" გატარებული მრავალი სეზონის შემდეგ, რა დროსაც უმნიშვნელოვანესი ტიტულები მოიპოვა, 30 ივნისს კატალონიური გრანდი დატოვა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ხელფასის კოლოსალურად შემცირებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ლა ლიგამ "ბარსელონას" ახალი კონტრაქტის დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მესი "პარი სენ-ჟერმენს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პარიზული გრანდის მესვეურები ვარაუდობდნენ, რომ ლეო მესის, კილიან მბაპესა და ნეიმარის ტრიოს მოწინააღმდეგე გუნდის მცველები ვერ შეაჩერებდნენ, მაგრამ არგენტინელ ტალისმანს საფრანგეთის დედაქალაქში თავის დამკვიდრება გაუჭირდა - მესის ანგარიშზე მხოლოდ 7 გოლია. ლა ლიგის ეგიდით, "ბორდოს" წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს, პარიზული გრანდის ფანებმა მესის და ნეიმარს დაუსტვინეს - გულშემატკივრებმა სუპერვარსკვლავებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "რეალთან" მარცხი და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნიზე წარუმატებელი ასპარეზობა არ აპატიეს. მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მესის გარშემო სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა. ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჟერარ რომერო აღნიშნავს, რომ მესის მამა და აგენტი ხორხე "ბლაუგრანას" მესვეურებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ბარსელონაში" დაბრუნდეს. მოლაპარაკებების დეტალები უცნობია, თუმცა წამყვანი ევროპული მედია საშუალებები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესი "ბარსელონას" დატოვების გამო გულდაწყვეტილია და პარიზში თავს ბედნიერად არ გრძნობს.

გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენციის დროს, მესიმ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო და ახსნა მიზეზი, თუ რის გამო უწევდა "ბარსელონას" დატოვება. ცოტა ხნის წინ, მესი ბარსელონაში შენიშნეს, სადაც ერთ-ერთ რესტორანში, ყოფილ თანაგუნდელთან და "ბლაუგრანას" ამჟმინდელ მთავარ მწვრთნელთან (ხავი) ერთად იმყოფებოდა. მესი კატალონიურ გრანდს 13-წლის ასაკში არგენტინული "ნიუელსიდან" შეუერთდა. "ბლაუგრანაში" გატარებული სეზონების განმავლობაში, მესი კლუბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად და ლეგენდად ჩამოყალიბდა. 2004 წელს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შემდგარი დებიუტის შემდეგ, არგენტინელმა "ბარსელონას" მაისური 778 შეხვედრაში მოირგო. ამ დროის განმავლობაში, მან 672 გოლის გატანა და 305 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები