Belive

სენსაციური დაბრუნება - სუარესი შესაძლოა ყოფილ გუნდში წავიდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონაში" დიდი წმენდა იწყება - კატალონიურ კლუბს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს. უცხოური მედია ამჯერად ლუის სუარესის შესაძლო წასვლის შესახებ ალაპარაკდა. ურუგვაელი თავდამსხმელის გადაბირებით ყოფილი კლუბი, "აიაქსი" დაინტერესდა. როგორც ცნობილია, ამსტერდამელები ლუისს გასულ კვირას დაუკავშირდნენ და ახლა მას შემოთავაზებას უმზადებენ. აქვე გეტყვით, რომ 33 წლის ფეხბურთელს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი მომდევნო წელს ეწურება. შეგახსენებთ, რომ სუარესი ნიდერლანდურ გუნდში 2007-2011 წლებში თამაშობდა. სწორედ "აიაქსში" გატარებული ბრწყინვალე სეზონების შემდეგ გადავიდა ლუისი "ლივერპულში".  

სხვა სტატიები