Belive

სექს თოჯინების სტადიონზე გამოყენებისთვის კორეული გუნდი ბოდიშს იხდის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სამხრეთ კორეაში საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი დაიწყო. K ლიგის მე-2 ტურის მატჩში "სეულმა" შინ "კვანჯუ" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, მასპინძლებმა გადაწყვიტეს, რომ ატმოსფერო სტადიონზე ოდნავ უკეთესი მაინც გაეხადათ. ამისთვის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ტრიბუნებზე მანეკენი განეთავსებინათ, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, "სეულმა" ამ პროდუქტის ნაცვლად, სექს-თოჯინები გამოიყენა. კლუბი აღნიშნულის გამო ბოდიშს იხდის. მათი განცხადებით, არ იცოდნენ, რომ სტადიონზე განთავსებული "მანეკენები" სექსუალური დანიშნულების იყო.

სხვა სტატიები