Belive

სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერში ბრუნდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედს" ლეგენდა უბრუნდება. ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედში" კონსულტანტის რანგში ბრუნდება - რათა კლუბს კრიზისის დაძლევასა და ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმაროს. აღნიშნულ ინფორმაციას  The Sun-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, სერ ალექსი მუდამ იჩენდა ინიციატივას და პრემიერლიგის გრანდის წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა. ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ კი სერ ალექს ფერგიუსონი კლუბის საქმეებში კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით ჩაერია.

სხვა სტატიები