Belive

სერ ალექს ფერგიუსონის უკანასკნელი სიტყვები მანჩესტერ იუნაიტედის გასახდელში

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისური ფეხბურთის ფანებისათვის სერ ალექს ფერგიუსონი საკულტო ფიგურაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფერგიუსონმა არა მხოლოდ "წითელი ეშმაკების" ფანების, არამედ სრულიად საფეხბურთო სამყაროს გულები მოიგო. სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალი ეპოქა შექმნა - დრამატული გამარჯვებებითა და ტიტულებით აღსავსე ეპოქა. 1986 წლის 6 ნოემბერი - დღე, როდესაც ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და 2013 წლის 8 მაისი - დღე, როდესაც ფერგიუსონი "ოლდ ტრაფორდს" ემოციურად დაემშვიდობა. თარიღები, რომელიც მანჩესტერული გრანდის გულშემატკივრებს სამუდამოდ ემახსოვრებათ. ფერგიუსონის გამოსამშვიდობებელი სიტყვები მაიკლ კერიკმა გაიხსენა: "ბიჭებო, არ მინდოდა, რომ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ამ ფორმით გაგეგოთ. მსურდა, რომ პირველები სწორედ თქვენ ყოფილიყავით, ვინც ამ ინფორმაციას გაიგებდა. მომხდარით საოცრად იმედგაცრუებული ვარ. ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, თავად მე უნდა მესაუბრა თქვენთან, მაგრამ ეს ყველაფერი წუხელ სრულიად შემთხვევით გავრცელდა." "რამდენიმე ადამიანმა იცოდა აღნიშნულის შესახებ, ერთ-ერთმა კი წუხელ ინფორმაცია გაასაჯაროვა. უმძიმესი ტრაგედიის ფონზე, არანაკლებ ტრაკიგული გადაწყვეტილება მივიღე. მეუღლის დის გარდაცვალების შემდეგ, ცოლის მიმართ განსაკუთღებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მე მას ვჭირდები." "წარმოუდგენლად ლამაზი მოგონებები მაკავშირებს "მანჩესტერ იუნაიტედთან". თქვენს გვერდით, "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული თითოეული წუთი განუმეორებელია. მადლობა თითოეულ თქვენგანს. წასვლა არ მსურს - იძულებული ვარ. ყველაფერი დასრულდა ბიჭებო!"

სხვა სტატიები