Belive

სერბეთში მსაჯმა VAR-ისთვის გულშემატკივრის ტელეფონი გამოიყენა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გოლის გაუქმების შემდეგ, სერბეთის ქვედა დონის ჩემპიონატის მსაჯმა გადაწყვეტილება კუსტარული VAR-ის განხილვის შემდეგ შეცვალა - მომენტის განმეორება მან ერთ-ერთი გულშემატკივრის ტელეფონში იხილა.

Facebook-ზე არსებობს არაერთი გვერდი, რომელიც პოსტ-საბჭოთა რეგიონის, ასევე ბალკანეთის ქვეყნებს ერთ საერთო სივრცედ წარმოგვიდგენს და იუმორისტულ ე.წ. "მიმებს" აზიარებს. Squatting Slavs In Tracksuits-ისა და Scenic Depictions of Slavic Life-ის დაცივნის ობიექტი რუსეთი, სერბეთი, რუმინეთი და სხვა ქვეყნებია. აქ ხანდახან საქართველოსაც აღმოაჩენთ - სამწუხაროდ, პოსტ-საბჭოთა ქვეყნის იარლიყს ჯერ ვერ გავექეცით.

image

რეალურად, არსებობს რაღაც საერთო მახასიათებელი, რომელიც ამ გვერდების საქმიანობას საფუძველს აძლევს. ამას შეგვიძლია ვუწოდოთ ის, რაც დასავლეთ ევროპისთვის უცხოა, სულ მინიმუმ კი - იშვიათი.

სწორედ ასეთი რამ მოხდა სერბეთში - სწორედ ამ წამებში, ამბავი სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით ვრცელდება. მსაჯმა ერთ-ერთი გუნდის მიერ გატანილი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. მისი გადაწყვეტილება გუნდმა, მწვრთნელმა და გულშემატკივრებმა იმდენად გააპროტესტეს, რომ რეფერიმ, სრულიად გააზრებულად, განმეორების ნახვა გულშემატკივარის სმარტონში გადაწყვიტა.

ბედად, "დაჩაგრული" გუნდის ერთ-ერთ ქომაგს გოლის გატანის მომენტი გადაღებული ჰქონდა. ვიდეოს რამდენჯერმე გადახვევის შემდეგ, მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა და გოლიც ჩათვლილად გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო

სხვა სტატიები