Belive

სერბი თავდამსხმელი - დინამო თბილისის მეოთხე ტრანსფერი ზამთარში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი "დინამო თბილისი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და გუნდის გაძლიერებაზე ზრუნავს. ჩვენი ინფორმაციით, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს და ეს სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი იქნება. 27 წლის ცენტრ-ფორვარდი სხვადასხვა დროს სერბეთისა და ბოსნიის ჩემპიონატებში თამაშობდა, ხოლო 2019 წლიდან ბელარუსში გამოდიოდა. ბოლო სეზონი მან გრონდოს "ნემანის​" შემადგენლობაში გაატარა, სადაც 23 წლის ქართველი მცველი გიორგი ქანთარიაც ირიცხება. სერბი ლეგიონერი გუნდთან სავარაუდოდ 2-წლიან კონტრაქტს გააფრომებს. წინა სეზონის დასრულების შემდეგ, "ლურჯ-თეთრებმა" ორი ფეხბურთელი დაიმატეს: ლევან წოწონავა და  ფაბიან სპორსკლედი, ძალაში შევიდა კარლოს კასტროს კონტრაქტიც.

სხვა სტატიები