Belive

სერბული კლუბის 5 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა - წყარო კვლავ მაყურებლის თანდასწრებით ჩატარებული მატჩია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის პანდემია კვლავ აქტუალური თემაა. ახლახანს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერბეთის ერთ-ერთი კლუბის, "რედ სტარ ბელგრადის" 5 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა. მას შემდეგ, რაც სერბეთში "რედ სტარ ბელგრადისა" და "პარტიზანის" შეხვედრა მაყურებლის საკმაოდ დიდი ოდენობის თანდასწრებით ჩატარდა, მდგომარეობა სულ უფრო რთული ხდება - ზემოთხსენებული შემთხვევის ინფიცირების წყაროდაც სწორედ აღნიშნული მატჩი სახელდება. სერბული მედია იუწყებოდა, რომ აღნიშნული დაპირისპირება შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის მომასწავებელიც გამხდარიყო. პრესაში უკვე აქტიურად დაიწყო სერბეთის ხელისუფლების კრიტიკა იმის გამო, რომ მათ ნაადრევად მოხსნეს რეგულაციები.

სხვა სტატიები