Belive

სერგეი ლავროვი - ჯიქია სპარტაკის სიმბოლოა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სერგეი ლავროვმა, რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერების შესახებ ისაუბრა. ლავროვი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერების ნაკლებობა იყო და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ძველი დრო აღარ დაბრუნდება. მოსკოვის "სპარტაკის" 100 წლის იუბილეზე, ლავროვმა აღნიშნა, რომ გიორგი ჯიქია გუნდის სიმბოლოა. შეგახსენებთ, მოსკოვში დაბადებული გიორგი თამაზოვიჩ ჯიქია ქართული წარმოშობის რუსი ფეხბურთელია, რომელიც მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას იცავს.
"ზოგჯერ გულისტკივით ვიხსენებ წარსულ წლებს - იმ დროს, როდესაც რუსულ კლუბებში ლეგიონერები არ ასპარეზობდნენ და ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა. "სპარტაკი", "დინამო", "ცსკა" - ამ უკანასკნელს კიდევ უფრო განსაკუთრებული სისტემა ჰქონდა. ფეხბურთელი, რომელიც ამ გუნდებში იწყებდა ასპარეზობა, კარიერის დასრულებამდე გუნდის ერთგული რჩებოდა". "ასეთი ერთგული ფეხბურთელი ჩემთვის გიორგი ჯიქიაა. ის უკვე მრავალი წელია "სპარტაკის" კაპიტანია. ის ნამდვილად გუნდის სიმბოლოა. სხვა შემთხვევების უმრავლესობაში, გუნდებში 4-5 ლეგიონერი აჰყავთ, რომლებიც 1-2 წლის განმავლობაში ითამაშებენ და შემდეგ სხვაგან მიდიან. დიახ, ლეგიონერებს გააქვთ გოლები, მიუთითებენ გუნდის გერბზე, ესალმებიან ტრიბუნებზე შეკრებილ ფანებს, მაგრამ რაღაც ისე არაა - ერთგულებისა და მუდმივობის განცდა არ იგრძნობა". "დღეს ეჯიბრებიან ვინ უფრო გონივრულად დახარჯავს თანხას. ხარჯავენ კოლოსალურ თანხებს, რათა იპოვონ ვიღაც, ვინც 1-2 სეზონის განმავლობაში მათ გუნდში ითამაშებს. შესაძლოა დღეს ასეა საჭირო, მაგრამ ეს არაფერში გამოგვადგება. თუ ფეხბურთის განვითარება გვსურს, საკუთარ წვენში მოხარშვა არაფერს გვარგებს. ძველი ტრადიციებიდან, რაღაც მნიშვნელოვანი დავკარგეთ, რომელსაც იმედია მალე დავიბრუნებთ".

სხვა სტატიები