Belive

სერგეი ლიტოვჩენკო დინამო თბილისში დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დინამო თბილისის რიგებს უკრაინელი გოლკიპერი სერგეი ლიტოვჩენკო შეუერთდა. 31 წლის მეკარეს დედაქალაქური გუნდის გულშემატკივარი კარგად იცნობს, სწორედ ლიტოვჩენკო იცავდა დინამოელთა კარს 2017 წლის სეზონში და თბილისელთა მაისურით 29 შეხვედრაც გამართა. დინამოს შემდეგ ლიტოვჩენკო აზერბაიჯანულ ქიაფაზში და ოდესის ჩერნომორეცში ასპარეზობდა. გოლკიპერმა გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა და დედაქალაქურ გუნდში 12 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

სხვა სტატიები