Belive

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ლაციოში რჩება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„ლაციოს“ ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტმა დაადასტურა, რომ სერბი ნახევარმცველი მომდევნო წელს კვლავ რომაული გუნდის წევრი იქნება. „სერგეი რომში რჩება და თამაშს „ლაციოს“ რიგებში გააგრძელებს“, - ციტირებს მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტის სიტყვებს Corriere dello Sport. 23 წლის ფეხბურთელმა უკანასკნელ პერიოდში დიდი პროგრესი განიცადა და შედეგად, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 90 მილიონ ევროს მიაღწია. მისი შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მილანი“ ინტერესდებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს, პერსპექტიული ნახევარმცველი მომავალ სეზონში კვლავ „ლაციოს“ წევრი იქნება.

სხვა სტატიები