Belive

სერია ა-ს გუნდები ჩემპიონატის განახლების თარიღზე შეთანხმდნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ცნობით, სერია ა-ს გუნდები შეთანხმდენ, რომ ჩემპიონატი 13 ივნისს უნდა განახლდეს, თუმცა ჯერჯერობით, ისინი იტალიის მთავრობის დასტურს ელოდებიან.

კლუბებმა ორშაბათიდან ვარჯიშის განახლებასთან დაკავშირებით თანხმობა უკვე მიიღეს, თუმცა დისტანციის შენარჩუნება აუცილებელი მოთხოვნაა. ასევე, თუ გუნდის 1 წევრი მაინც (ფეხბურთელი ან თუნდაც გუნდის თანამშრომელი) კორონავირუსით დაავადდება, 15 დღით მთელ გუნდს კარანტინში გადაიყვანენ. ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით 222,104 ადამიანია ინფიცირებული, საიდანაც 31,106 ადამიანი გარდაიცვალა, 112,541 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, რომ სერია ა ოფიციალურად 9 მარტს შეჩერდა.  

სხვა სტატიები