Belive

სერია ა-ს გუნდები დავიდე ასტორის ხსოვნას პატივს მიაგებენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ორშაბათს 1 წელი შესრულდება რაც "ფიორენტინას" კაპიტანი, დავიდე ასტორი "უდინეზესთან" გასამართ მატჩამდე ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩებში დავიდეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ, კერძოდ კი ყოველი მატჩის მე-13 წუთზე შეხვედრები შეჩერდება და გულშემატკივრები და მოთამაშეები 1 წუთის მანძილზე მის ხსოვნას პატივს ტაშით მიაგებენ. დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სხვა სტატიები