სერია ა-ს გუნდები დავიდე ასტორის ხსოვნას პატივს მიაგებენ

ორშაბათს 1 წელი შესრულდება რაც “ფიორენტინას” კაპიტანი, დავიდე ასტორი “უდინეზესთან” გასამართ მატჩამდე ტრაგიკულად გარდაიცვალა.

ამასთან დაკავშირებით სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩებში დავიდეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ, კერძოდ კი ყოველი მატჩის მე-13 წუთზე შეხვედრები შეჩერდება და გულშემატკივრები და მოთამაშეები 1 წუთის მანძილზე მის ხსოვნას პატივს ტაშით მიაგებენ.

დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

(83)

სერია ა-ს გუნდები დავიდე ასტორის ხსოვნას პატივს მიაგებენ

სტატიის ავტორი
-