Belive

სერია A-ს ოფიციალური დასტური: ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. 1 ივლისს 21 წლის ქართველი ნეაპოლში უნდა ჩავიდეს და გუნდს შეუერთდეს, უახლოეს პერიოდში კი მისი წარდგენის ოფიციალური ნაწილიც უნდა შესრულდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "დინამო ბათუმის" ყოფილი ფეხბურთელის შესახებ იტალიის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდიც წერს. სერია A-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესვლისას უახლესი ტრანსფერების ჩამონათვალში სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარი და "დინამო ბათუმისა" და "ნაპოლის" დასახელებები გვხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლიტანელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მისი ტრანსფერის ღირებულება 10 მილიონი ევროა. რუსეთის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ხვიჩამ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მაისური მოირგო და აჭარულ კლუბს ეროვნული ლიგის 11 შეხვედრაში დაეხმარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.  

სხვა სტატიები