Belive

სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი სერია A-ს გასული თვის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს.

იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ნეაპოლელებმა ოქტომბერში ჩატარებული 5 მატჩიდან 5-ვეში იმარჯვეს - ,,ნაპოლიმ'' ,,ტორინოს'', ,,კრემონეზეს'', ,,ბოლონიას'', ,,რომასა'' და ,,სასუოლოს'' დამარცხება შეძლო.

სპალეტის გუნდი 12 ტურის შემდეგ, 32 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ატალანტას'' 5 ქულით უსწრებს. სერია A-ს ლიდერები მომდევნო შეხვედრას ხვალ სწორედ ბერგამოელების წინააღმდეგ გამართავენ.

აგვისტოში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მოურინიო (რომა) დასახელდა, სექტემბერში კი - ანდრეა სოტილი (უდინეზე).

სხვა სტატიები