Belive

სერია ა-ს რამდენი მატჩი გამოტოვა მჭედლიძემ ბოლო 4 წელში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდი, ლევან მჭედლიძე მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ტრავმებისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა. Live.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლევანმა ბოლო 4 წელში სხვადასხვა დაზიანებების გამო, იტალიის ჩემპიონატის 70 მატჩი გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ ლევანი "ემპოლიში" 2008 წლიდან თამაშობს. 29 წლის თავდამსხმელს იტალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 162 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი. უნდა აღინიშნოს, რომ ლევანს "ემპოლის" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი 3 წლის წინ ჰქონდა. მაშინ მჭედლიძემ 15 თამაშში თავი 6-ჯერ გამოიჩინა, თუმცა "მილანთან" მძიმე ტრავმა მიიღო.  

სხვა სტატიები