Belive

სერია A-ს სეზონის საუკეთესო გოლი (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
36 წლის ასაკში, გამოცდილ იტალიელ თავდამსხმელ ფაბიო კვალიარელას შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა და 26 გატანილი გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. პარალელურად, "სამპდორიას" თავდამსხმელმა არაერთი ეფექტური ბურთის შეგდება მოახერხა, ერთხელ კი მეტოქის კარი ისეთი დარტყმით აიღო, პუშკაშის პრემიის ნომინატიც რომ გახდა. 2018 წლის სექტემბერში, ნაპოლის კარში გატანილი გოლი წინა სეზონის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესოდ აღიარეს. გარდა ამისა, კვალიარელა სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. როგორც თავად ფეხბურთელმა თქვა, ეს თავის კარიერაში გატანილი საუკეთესო გოლი იყო, რთულია არ დაეთანხმო...

სხვა სტატიები